მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭონას მარანი" საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს - რომელ ქვეყანაში იგეგმება ექსპორტი?

ჭონაშვილი

"ჭონას მარანი" საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, მიხეილ ჭონაშვილმა განაცხადა,

მისი ინფორმაციით, მარნის მიერ წარმოებული ღვინოების 90% საექსპორტო ბაზრებზეა ორიენტირებული, ხოლო 10 პროცენტი ადგილზე რეალიზდება. მიმდინარე წელს კი, საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზე მუშაობა დაიწყეს და მოლაპარაკებებს ლიეტუვასთან აწარმოებენ.

"ჩვენი ბიო ღვინო საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ღვინის ბუტიკებსა და პრემიალური კატეგორიის რესტორნებში იყიდება. ონლაინ ევროპულ ბაზარზე ჩვენი ღვინოს ღირებულება დაახლოებით 25 ევროს შეადგენს, თუმცა ადგილზე მისი შეძენა შედარებით ძვირია. ეს დამოკიდებულია ქვეყანასა და ობიექტზე.

ბაზარზე 2015 წლიდან ვოპერირებთ. ჩვენი პროდუქციის 90% ექსპორტზე გადის, ძირითადადა ევროკავშირის ქვეყნებში. ექსპორტს ვახორციელებთ აშშ-ში, იაპონიაში, სინგაპურში, საფრანგეთში, გერმანიაში, დანიაში, შვეიცარიაში, ლატვიაში და ჩინეთში.

წელს საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოება გადავწყვიტეთ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს ლიეტუვას ვესაუბრები. ღვინოს დიდი რაოდენობით არ ვაწარმოებთ. თითო ქვეყანაში დაახლოებით 1000-2000 ბოთლი გაგვაქვს, ხოლო ჯამურად, წელიწადში დაახლოებით 15000-16000 ბოთლს ვაწარმოებთ. შესაბამისად, სავარაუდოდ ლიეტუვაშიც ამ რაოდენობას გავიტანთ,"- აცხადებს ჭონაშვილი.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე წარმოების ზრდა არ იგეგმება. საოჯახო პირობებში 20000 ბოთლზე მეტს ვერ აწარმოებენ, რადგან საოჯახო მარანია და სხვა შემთხვევაში ხარისხის გაფუჭება მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები