მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩოხატაურის მერია და საკრებულო მიმდინარე წელს უმაღლესი ხარისხის ბენზინსა დიზელის საწვავს მოიხმარს

BM.GE
21.02.19 09:05
869
ჩოხატაურის მერია და საკრებულო მიმდინარე წელს 85 ათას ლიტრ უმაღლესი ხარისხის ბენზინსა და ცხრა ტონა ნახევარ ასევე უმაღლესი ხარისხის დიზელის საწვავს მოიხმარს. ეს ინფორმაცია გურიის მოამბემ ჩოხატაურის მერს, ირაკლი კუჭავასა დაბენზინგასამართი სადგურების ქსელ "რომპეტროლს" შორის გაფორმებული ხელსეკრულებებიდან შეიტყო. ჩოხატაურის მერმა მიმდინარე წლის 9 დან 15 იანვრამდე "რომპეტროლთან" სამი ხელშეკრულება გააფორმა, პირველი ხელშეკრულება 130 ათას ლარზე 9 იანვარს გაფორმდა, რაც 65 ათასი ლიტრი ბენზინის შეძენას ითვალისწინებს, მეორე ასევ 9 იანვარს 22 ათასი ლარია და ცხრა ტონა ნახევარი უმაღლესი ხარისხის დიზელის შეძენას იტვალისწინებს, ხოლო მესამე 15 იანვარს, რომელიც 20 ტონა ბენზინის შეძენას ითვალისწინებს. როგორც "გურიის მოამბეს" ჩოხატაურის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გოგიბერიძემ უთხრა, დღეისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს პირად მფლობელობაში 11 ავტომობილი ჰყავს, აქედან 2 საკრებულოს ემსახურება, 9 კი მერიას. იმავე გოგიბერიძის მტკიცებით, მერიას ავტომანქანებით მომსახურებაზე კერძო მფლობელებთან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს.

http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36418.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები