მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდ. კორეა უკრაინაში ბრძოლისთვის 3,000 ჯარისკაცს გზავნის

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომში ოფიციალურად ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, ფხენიანი უკრაინის მიმართულებით 3,000 ჯარისკაცს გზავნის.

ცხადია, კორეელი ჯარისკაცები რუსული სამხედროების გვერდიგვერდ იბრძოლებენ და მოსკოვის დავალებას შეასრულებენ, რისთვისაც მათ უკვე გაიარეს რუს ოფიცრებთან წვრთნები და ტაქტიკური გადამზადების კურსები.

როგორც ცნობილია, მომდევნო ორი თვის განმავლობაში კიმ ჩენ ინი რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინის ფრონტზე 10,000 მებრძოლის გაგზავნას გეგმავს. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღით, ტყვია-წამლით, საბრძოლო ტექნიკითა და დრონებით ეხმარება.

როგორც ამერიკული დაზვერვა იუწყება, კორეელ მებრძოლებს უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში გაგზავნიან, სადაც მათ „საზარბაზნე ხორცის“ ფუნქციის შესრულება მოუწევთ, ანუ ამ 3,000 ჯარისკაციდან უმეტესობა გარანტირებული სიკვდილისათვისაა განწირული, რაც ჩრდილოეთ კორეის მთავრობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ ინიციატივით კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინთან პოლიტიკურ ქულებს იწერს, რაც კორეელი დიქტატორისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები