მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩრდილოეთ დერეფანში წარმოქმნილი პრობლემის გამო ტვირთები საქართველოს მარშრუტზე გადმომისამართდა - მიხეილ ნამადოვი

ნამადოვი

Kairos logistics-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სახმელეთო გადაზიდვებში 2024 წელს ზრდაა. მიხეილ ნამადოვი ამბობს, რომ ჩრდილოეთ დერეფანში წარმოქმნილი ტვირთის გატარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტვირთები, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში ან პირიქით გადაადგილდება, საქართველოს დერეფანში გადმომისამართდა, რამაც ზრდა განაპირობა.

„ჩვენი შიდა სტატისტიკით, შარშან საკმაოდ კარგი ზრდა გვქონდა, წელსაც გრძელდება ეს ტენდენცია. გარდა ამისა საკმაოდ ფართო კალათაზე წარმოიქმნა პრობლემა ჩრდილოეთ დერეფნის გატარების კუთხით, რაც საქართველოს მარშრუტზე გადმომისამართდა, იქნება ეს ჩინეთის ტვირთები ევროპაზე, თუ პირიქით, ევროპიდან შუა აზიიდან მიმავალი, რაც დადებითაც ისახება ჩვენს სატრანზიტო პოტენციალზე.

შუა დერეფნის მიმართ ინტერესი გაზრდილია, წელს რამდენიმე მიმართულებით დაგვემატა მოთხოვნა. მაგალითისთვის, ლითიუმის ტრანზიტი აკრძალა რუსეთმა თავისი ტერიტორიით და შესაბამისად ეს ჩინური ტვირთები წამოვიდა საქართველოს გავლით.

აქამდეC FMCG ტვირთები ისედაც შედიოდა ევროპიდან რუსეთში და რუსეთის გავლით შუა აზიაში, თუმცა რამდენიმე კატეგორიის საქონლის ტვირთებზე აკრძალვაა და პრობლემატურია რუსეთით გადაზიდვა, შესაბამისად ამ ტვირთებს ჩვენ ვემსახურებით ახლა და ქართველი გადამზიდავები ვცდილობთ ჩვენი დერეფნით გამოვატაროთ“,- აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

ის, რომ გამოწვევების მიუხედავად შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა, ამაზე "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის“ მონაცემებიც ცხადყოფს, რომლის თანახმადაც, გასულ წელს ამ გზით 3.3 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, წლიურად ზრდა 20.5%-ია.

მონაცემებით აჩვენებს, რომ დერეფანში ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის ტემპი შენელდა. თუ 2022 წელს ზრდა 153% იყო, 2023 წელს ზრდის მაჩვენებელმა 86%-მდე, ხოლო 2024 წელს 20%-მდე დაიკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები