მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთ კაროლინაში $25-ს გადაუხდიან ყველას, ვინც აიცრება

60abbab669959
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.21 00:20
1046
ჩრდილოეთ კაროლინის ჯანდაცვისა და მომსახურების დეპარტამენტის (NCDHHS) განცხადებით, ყველა იმ პირს 25 აშშ დოლარს გადაუხდიან, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრება. წამახალისებელი ბონუსით ჩრდილოეთ კაროლინა ვაქცინაციის ტემპის გაზრდას ისახავს მიზნად. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ფულადი წახალისების შეთავაზება 8 ივნისიდან დაიწყება და გადაეცემა ყველა პირს, ვინც 18 წლიდან ზევით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მისაღებად რეგისტრაციას გაივლის.

„ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი გასაღებია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ვაქცინაციის ტემპის გაზრდაში დაგვეხმარება”, - განაცხადა გუბერნატორმა როი კუპერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები