მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩრდილოეთ კორეა VS სამხრეთ კორეა

1946 წლის 6 თებერვალს, კორეაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა. ეს არის პრინციპში ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და გარდამტეხი პერიოდი, რადგან სწორედ ამ დროს 38-ე პარალელით ქვეყანა ორ ზონად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად გაიყო. ჩრდილოეთ ზონა საბჭოთა კავშირს დაექვემდებარა, სამხრეთ ნაწილი კი ამერიკას. 38-ე პარალელით გაყოფილი კორეა მალე გადაიზარდა ცივი ომის გეოპოლიტიკურ ჩიხად. 1949 წელს, ორივე მთავრობა გახდა დამოუკიდებელი, თუმცა არცერთი მათგანი არ აღიარებდა მეორეს. საბოლოოდ, 1950 წელს, კორეაში დაიწყო ომი, რომელიც 1953 წელს დასრულდა. შეიქმნა ზავის შეთანხმება, მაგრამ ოფიციალურად ომი არასოდეს დასრულებულა. რა ხდება ახლა და როგორია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მდგომარეობა?

მარიამ იზორია - BMG-ის რეპორტიორი;

თიკო ნატმელაძე - BMG-ის რეპორტიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები