ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თანხმობა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩები მის ქვეყანაში აჩვენონ. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს და წერს აკრძალვებზე, რომელთა დაწესებასაც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი აპირებს.
კერძოდ, მატჩები პირდაპირ ეთერში არ გავა და სანამ თამაშებს ტელევიზიით გაუშვებენ, მათ დაამონტაჟებენ. ნებისმიერ მონაკვეთს, რომელშიც სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი მოხვდება ან იქნება ნაჩვენები, ვიდეოდან ამოიღებენ. შესაბამისად, “ბრენტფორდისა“ და “ვულვზის“ ფეხბურთელები კიმ ჯი-სუ და ჰვანგ ჰი-ჩანი ეკრანებზე არ გამოჩნდებიან.
პრემიერ ლიგის თითოეული მატჩის ხანგრძლივობა ჩრდილოეთ კორეაში 90-ის ნაცვლად 60 წუთი იქნება. ნებისმიერი ინგლისური ტექსტი, რომელიც ტრანსლაციაში გამოჩნდება გრაფიკებით ჩანაცვლდება, ხოლო LGBTQ+-თან დაკავშირებული სიმბოლოები ამოღებული იქნება.




























