მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის გაზრდა მოითხოვა

კიმ ჩენ ინ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ბირთვული არსენალის გაძლიერებისა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გაფართოების ბრძანება გასცა.

სახელმწიფო მედიამ ეს ინფორმაცია მიმდინარე კვირას ლიდერის მიერ ბირთვული ობიექტების მონახულების შემდეგ გაავრცელა.

კიმ ჩენ ინმა ბირთვული სტატუსის შეუქცევადობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფხენიანის ბირთვული პოლიტიკა დენუკლეარიზაციის მოწოდებების საპასუხოდ არასდროს შეიცვლება, პირიქით - ქვეყანა უფრო მძლავრ და მრავალფეროვან იარაღებს შექმნის.

ამასთან, კორეელმა დიქტატორმა აშშ და მისი მოკავშირეები მეზობელი ქვეყნებისთვის არასამართლიანი პირობების შექმნაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.

ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-კორეის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ფხენიანმა ბირთვული პროგრამის განვითარება დააჩქარა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით კი, ქვეყანა ახლა უფრო სწრაფად ქმნის რაკეტებს, ვიდრე ოდესმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები