მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთის ზღვაში დაიწვა გემი, რომელსაც 3000 ავტომობილი გადაჰყავდა

64c2756646dfb
გიორგი არონია
27.07.23 18:00
3852

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით Fremantle Highway-ი, რომელსაც სამი ათასი ავტომობილი გადაჰყავდა ნიდერლანდების მახლობლად, ჩრდილოეთის ზღვაში დაიწვა. შემთხვევას ბორტის ერთი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, გემზე დასაქმებული ადამიანები კი ნიდერლანდების ხელისუფლებამ ვერტმფრენებითა და მცირე ზომის გემებით გადაარჩინა. აღნიშნული გემი ეგვიპტეში მიცურავდა, ხოლო ნიდერლანდებთან ახლოს გერმანიის ქალაქ ბრემერჰავენში გაჩერების შემდეგ აღმოჩნდა. გემზე არსებული ავტომობილების საბოლოო დანიშნულება - სინგაპური იყო.

კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი გემზე, ამ ეტაპზე, უცნობია და ამას საფუძვლიანი გამოძიებაც სჭირდება, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ცეცხლი, გემზე არსებული 25 ელექტრომობილიდან ერთ-ერთმა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ქიმიური პროცესების გამო, ლითიუმის ბატარეებს, რომლებიც ელექტრომობილებში არის დამონტაჟებული, სპონტანური აალება ახასიათებს, ხოლო ცეცხლი, რომელიც წარმოიქმნება, ძალიან მაღალ ტემპერატურამდე ადის და გარშემო ყველაფერს ადნობს - დღევანდელი ტექნოლოგიით კი, მისი ჩაქრობა შეუძლებელია.

კონკრეტულად რა ბრენდის ავტომობილები გადაჰქონდა გემს, სრულად ცნობილი არ არის. რაც ვიცით, ისაა, რომ გემზე დადასტურებულად იყო Mercedes-ის 300 ავტომობილი. ამასთან, გემზე არ იყო ამერიკული Ford-ისა და იაპონური Nissan-ის ავტომობილები, ხოლო Stellantis-ის ჯგუფის, Toyota-ს ჯგუფისა და Renault-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ გემზე მათი ავტომობილების არსებობა ნაკლებსავარაუდოა. ამერიკულმა Tesla-მ ამ საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა შარშანაც მოხდა, როცა Volkswagen-ის 4 000 ავტომობილით დატვირთულ გემს ატლანტის ოკეანეში ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ვერ ჩააქრეს. პროფესიონალებმა ვერც გემის რომელიმე ნაპირამდე მიტანა შეძლეს, რის გამოც, ერთი კვირის შემდეგ, გემი ჩაიძირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები