მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოვანი ეკონომიკა სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში

ე.წ ჩრდილოვანი ეკონომიკა მცირდება - ასეთია საქსტატის შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველოში აღურიცხავი ეკონომიკის წილი 13%-ია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ დაწესებულების საქსტატის პირველი პირის შეფასებით, დაუბეგრავი ეკონომიკის წილი ყველაზე მაღალი სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებშია. თავად ბიზნესს ამ შედეგებზე ახსნა მარტივი აქვს - მაღალი გადასახადები. რაც უფრო მეტია საგადასახადო ტვირთი მით მეტია ცდუნება ვალდებულებებზე თავის არიდებისა - განმარტავენ კერძო სექტორში. როგორ შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, თუ ისე ჩრდილოვანია რეალურად იყოს დათვლილი და რატომ ვერ ხერხდება ყველა მიმართულების ლეგალიზება? რა წილი და რა წვლილი აქვს რეალურად ჩრდილოვან ეკონომიკას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები