მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Christie’s-ის აუქციონების სახლი NFT დეპარტამენტს ხურავს

NFT
12.09.25 13:40
428

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ციფრული არტ დეპარტამენტის დახურვის შესახებ ინფორმაცია სებასტიან სანჩესმა, ციფრული გაყიდვების მენეჯერმა სოციალური პლატფორმა X-ზე დაადასტურა.

დეპარტამენტი 2022 წელს დაარსდა ბლოკჩეინზე დაფუძნებული NFT ხელოვნების სავაჭრო ვირტუალურ პლატფორმასთან “Christie’s 3.0”-თან ერთად, რომელიც დღესაც აქტიურია.

აუქციონების სახლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ “ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო და “Christie’s” სახლი ციფრული ხელოვნების გაყიდვების რეფორმირების პროცესშია”.

NFT დეპარტამენტის დახურვის მიუხედავად, კრისტის აუქციონების სახლი ციფრული ნახატების გაყიდვას კვლავ აგრძელებს, თუმცა ახლა უკვე XX - XXI საუკუნის ხელოვნების კატეგორიის ქვეშ.

რეორგანიზაციის ფარგლებში აუქციონების სახლმა ორი ციფრული არტ დეპარტამენტის თანამშრომელი გაათავისუფლა.

ცნობისთვის: Christie's აუქციონების სახლს ოფიციალურ განცხადებაში არ უსაუბრია დეპარტამენტის დახურვის მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ნაბიჯი მოულოდნელი ნამდვილად არ არის. NFT ბაზარი საგრძნობლად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით და ზოგადად, ხელოვნების ბაზარიც კრიზისულ პერიოდს განიცდის. დაფუძნებიდან დღემდე Christie’s 3.0-ზე ჩატარებული 11 აუქციონიდან არცერთი ნამუშევრის ფასი არ ასცდენია 400,000 აშშ დოლარს მიუხედავად ეთერიუმზე (კრიპტოვალუტა) სტაბილურად მზარდი ფასებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები