კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც „ნენსკრა ჰიდროსა“ და კორეული „K-water“-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები, პაციენტთა გასასინჯი ოთახები და საკონფერენციო სივრცე. ოჯახის ექიმი თეა ცინდელიანი, რომელიც ჭუბერის ამბულატორიაში უკვე 5 წელია, მუშაობს, ამბობს, რომ რებილიტაციის შემდეგ მედიკოსების სამუშაო პირობები მნიშვნელოვნჯად გაუმჯობესდა და, შესაბამისად, მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდა. ჭუბერის ამბულატორია "ნენსკრა ჰიდროს" დაფინანსებით ჩატარებული სრული რეაბილიტაციის შემდეგ გასული წლის 23 აგვისტოს გაიხსნა. სადღეისოდ სამედიცინო ცენტრი სოფლის მოსახლეობის დახმარებას გაუმჯობესებული პირობებითა და განახლებული ინფასტრუქტურით ახორციელებს.


































