მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ ალბათ ვართ სამინისტრო, რომელიც გამოირჩევა ღიაობით - მარიამ ქვრივიშვილი

ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ღიაობით გამოირჩევა. მან ამის შესახებ #ბიზნესპარტნიორთან ინტერვიუში განაცხადა.

კერძო სექტორთან კომუნიკაციაზე კითხვის საპასუხოდ, მინისტრის მოადგილემ ღიაობის მაგალითად დღეს, ტურიზმის სექტორთან გამართული შეხვედრა მოიყვანა.

"ჩვენ ალბათ ვართ სამინისტრო, რომელიც გამოირჩევა ღიაობით. დღესაც, ჩვენთან შემავალმა სსიპმა, ტურიზმის ადმინისტრაციამ ჩაატარა საქმიანი შეხვედრა ინდუსტრიასთან, 150-დან 200 ადამიანამდე იყო მოპატიჟებული, რომელსაც გააცნო 2025 წლის სამოქმედო გეგმა, თუ სად დაიხარჯება საბიუჯეტო სახსრები, რომელი ქვეყნები იქნება სტრატეგიული, იმისთვის, რომ სახელმწიფო სრულ კოორდინაციაში იყოს კერძო სექტორთან",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისთვის გაუგებარია, ამავე შეხვედრაზე სექტორისგან გაჟღერებული წუხილი, რომ ტურიზმის სტატისტიკა და არსებული რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება.

"მიჭირს გიპასუხოთ ამ კითხვაზე, რას ნიშნავს სტატისტიკა არ შეესაბამება რეალობას. ჩამოდიან ქვეყანაში ტურისტები და ვხედავთ, რომ ბიუჯეტში შევიდა 4 მლრდ 400 მლნ დოლარი. ღიად და სიამაყით ვსაუბრობთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია წლიდან წლამდე აგრძელებს იყოს ინვესტორებისთვის საინტერესო და დასაყრდენი სექტორი.

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ტურიზმში ყველაფერი კარგადაა, ესაა განვითარებადი სექტორი",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები