მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ აქ ვდგავართ და აქ ვრჩებით" - "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები აცხადებენ, რომ პროტესტი თსუ-სთან 24 საათი გაგრძელდება

გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები აცხადებენ, რომ პროტესტი თსუ-სთან 24 საათი გაგრძელდება. "ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით", - განაცხადა ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე. როგორც მან აღნიშნა, მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიაზე მომდევნო დღე-ღამის განმავლობაში არ იქნება.

"24 საათი ეს აქცია იქნება აქ, ვინ არის თანახმა, არ შეუშინდეს დაჭერას, არ შეუშინდეს სიცივეს, არ შეუშინდეს რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს სამშობლო ჩვენია, ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველას დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის, იმისთვის რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიტყვით გამოვიდა ელენე ხოშტარიაც, რომლის განცხადებით, ოპოზიცია თსუ-სთან ღამის გათენებას გეგმავს.

"ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. ამიტომ ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის რუსთაველზე მყოფ ხალხს, ვაცნობებთ მათ, რომ ჩვენ აქ ვრჩებით, თსუ-სთან, დღეს გავათენებთ ღამეს, 24 საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა ხოშტარიამ.~

ცნობისთვის, პარალელურად გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც, პარლამენტთან აქცია "დაიბრუნე ხმა" მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები