მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ბოლო საუკუნეების ყველაზე საშიშ პერიოდში ვცხოვრობთ - JPMorgan-ის CEO

ჯეიმი დაიმონი

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომისა და ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის შეტევის ფონზე, შესაძლოა, მსოფლიო ბოლო საუკუნეების ყველაზე საშიშ პერიოდში იყოს.

„უკრაინისა და ისრაელის ომს, შესაძლოა, იმაზე გაცილებით უფრო დიდი ნეგატიური გავლენა ჰქონდეს გლობალურ ეკონომიკაზე, საგარეო ვაჭრობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ვიდრე ამას ახლა ვაცნობიერებთ. ჩვენ, შესაძლოა, ბოლო საუკუნეების ყველაზე საშიშ პერიოდში ვცხოვრობდეთ.

მართალია, ამერიკის ეკონომიკა სიძლიერეს და სიჯანსაღეს ისევ ინარჩუნებს, თუმცა რეცესიული რისკების გამორიცხვა ჯერაც ნაადრევია. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა მოხდეს, JPMorgan-ის გუნდი ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად არის. ჩვენს კლიენტების არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ - დანამდვილებით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა.

დაიმონის თავდაჯერებულობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში JPMorgan-ის წმინდა მოგება 35%-ით, 13.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ამ პერიოდის განმავლობაში JPMorgan-ის შემოსავალმა 40 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე მკვეთრად, 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბანკის თვალისმომჭრელი წარმატება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდაა. როგორც წესი, ასეთ დროს ინვესტორები და დეპოზიტარები ყველაზე უსაფრთხო საფინანსო ინსტიტუტებს ირჩევენ, JPMorgan-ს კი ამერიკის მთავრობაც კი არაერთხელ გადაურჩენია, ამიტომაც ის შეუბღალავი რეპუტაციით და გავლენით სარგებლობს.

JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 436 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები