მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“ და მონოოლიგარქია“ - ოქრიაშვილი

6448e5cdc7069
BM.GE
26.04.23 12:45
585
„ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით“!, -ამის შესახებ PSP ჯგუფის დამფუძნებელ კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო 92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, რომელიც ეკონომიკის ზრდის ტემპებით 2003 წლიდან ყოველთვის ჩამოგვრჩებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით 24-ე ადგილზეა. სომხეთს, რომელიც ბოლო ორი წელია, მისთვის წარუმატებელ ომშია ჩართული, ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს!

რატომ, რა ხდება? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!

შეგახსენებთ, გოლდა მეირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელმაც უდაბნოში სახელმწიფო შექმნა: „კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე!“

სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი, სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის ყველა მუხრუჭი - კორუფცია, ტოტალური ქურდობა, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.

ზუსტად ვიცი, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის სვლას პროგრესული მომავლისკენ“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები