მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ მიერ დამონტაჟებული მზის სადგურების სიმძლავრემ 50 მეგავატს გადააჭარბა - Helios Energy

ჰელიოს ენერჯი

Helios Energy-ის მიერ დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ 50 მეგავატს გადააჭარბა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ BM.GE-სთან განაცხადა, საუბარია ჯამში 400-ზე მეტ პროექტზე.

"400-ზე მეტი, დაახლოებით 20 მილიონი დოლარის პროექტი არის ჯამურად განხორციელებული. აქედან 90% აღმოსავლეთ საქართველოშია - კახეთში არის ბევრი, თბილისის მიმდებარედ, შიდა ქართლში არის გორში, ხაშურში, ქარელში, რუსთავთან და ა.შ.

ვაგრძელებთ ინსტალაციებს და შემდგომ გვინდა, რომ გადავიდეთ შედარებით დიდი სიმძლავრის სადგურების დამონტაჟებაზე. წლის ბოლომდე ალბათ კიდევ 5 მეგავატი დაემატება. მოთხოვნა მზარდია. ბოლო პერიოდში წამოვიდა ტენდენცია, რომ სადგურებს აშენებენ და იჯარით გადასცემენ სხვას, ასეთები საკმაოდ ბევრია",- ამბობს თორნიკე დარჯანია.

ცნობისთვის, Helios Energy Georgia, რომელიც მზის ენერგეტიკის მიმართულებით საქმიანობს, 2017 წელს დაფუძნდა. ის მომხმარებლებს მზის ელექტროსადგურების მშენებლობას და ამ პროცესთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები