მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ" - პუტინი ზელენსკის ღია წერილზე

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს
გამოეხმაურა. მისი თქმით, ზელენკის წერილი „უხეშობის ელემენტებს“ შეიცავს და შეხვედრის აზრს ჯერ ვერ ხედავს.

„ეს წერილი შეიცავს უხეშობის ელემენტებს. ეს პირადი შეხვედრისთვისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის საშუალებაა თუ გარემოების შექმნაა, როდესაც რეალურად შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრების ჩატარება? ვფიქრობ, რომ ეს მეორეა.

ჩვენ შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ, უკრაინული მხარის მიზანი ჩვენი შეტევის შეჩერებაა, ხოლო ჩვენ შეთანხმებები გვჭირდება”,- განაცხადა პუტინმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს

"თუ მას შეხვედრა სურს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა" - დიმიტრი პესკოვი ზელენსკის ღია წერილზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები