მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენ შევძლებთ შევფუთოთ საქართველო, როგორც საუკეთესო ბრენდი-ქვეყანა“ - მარტინ ლინდსტრომი საქართველოში Ketari-ს საქმიანობაზე საუბრობს

62cd5ffcaef2f
BM.GE
12.07.22 16:12
905
ისრაელში დაფუძნებულმა საინვესტიციო ფონდმა Ketari Foundation საქართველოში პირველი პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ნომერ პირველი კულტურისა და ბრენდის ექსპერტი მარტინ ლინდსტრომი უძღვებოდა.

"მინდა, მჯეროდეს, რომ Ketari-ს ეს ღონისძიება დასაწყისი იქნება პროცესების, რომელიც საქართველოში ბევრ კრეატიულ ადამიანსა და იდეას მოუყრის თავს. მიყვარს კრეატიულ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. ეს ადამიანები თავიანთი კრეატიულობით სამყაროს ცვლიან, რადგან ისინი მოვლენებს სხვა კუთხიდან უყურებენ და სწორედ ესაა ის, რის შექმნასაც აქ, საქართველოში ვცდილობთ

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველას, არაჩვეულებრივ ადამიანებს. იმედს ვიტოვებთ, ჩვენ შევძლებთ შევფუთოთ საქართველო, როგორც საუკეთესო ბრენდი-ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე აკეთებთ ამას“, - განაცხადა ექსპერტმა.

ფონდი საქართველოში საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების სერიას გეგმავს, ასევე, საჯარო დისკუსიებისთვის მუდმივმოქმედი პლატფორმების შექმნას, რომლის მიზანია ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ Ketari-ის გუნდს სურს, შექმნას უსაფრთხო სივრცე, სადაც კრეატიულობა აყვავდება და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ თავიანთი ნიჭი, რაც ჩემი აზრით, ბრწყინვალე იდეაა“, - განაცხადა ბრენდისა და კულტურის ექსპერტმა მარტინ ლინდსტრომმა.

„კეტარის“ მთავარი მიზანია, კომფორტული ზონის შექმნა და მხარდაჭერა კრეატიული კლასტერებისა და შემოქმედებითი საზოგადოების იდეებისა და პროექტებისთვის.

ამასთან, ფონდი ინვესტირების განხორციელებას სტარტაპებში გეგმავს. საქართველოში „კეტარი“ იწყებს პროექტების ძიებას შემდგომი ინვესტირების მიზნით, კრეატიული ინდუსტრიის ნებისმიერი დარგიდან, მათ შორის, IT ტექნოლოგიები, ციფრული და ტრადიციული მედია, კინოწარმოება, სარეკლამო ბიზნესი, მოდის ინდუსტრია და სხვა.


®

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები