მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ ტრანზიტული ქვეყნები ვართ და ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია - ესპანელი დიპლომატი

63724ee920ddd
BM.GE
14.11.22 21:20
641
ჩვენ ტრანზიტული ქვეყნები ვართ და ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, - ამის შესახებ ესპანეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მარკოს გრანადოს გომესმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობა აკავშირებს და მუდმივად მიდის მსჯელობა არსებული კავშირების გაღრმავებაზე.

„ესპანეთისთვის, საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა - არამხოლოდ იმიტომ, რომ იბერიული ქვეყნები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენი რეგიონების უკიდურეს წერტილებში ვიმყოფებით. ესპანეთი კარია აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, ხოლო საქართველო - კარია აზიაში. ჩვენ ტრანზიტული ქვეყნები ვართ, როგორც ენერგეტიკის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენს შორის არსებული მანძილის მიუხედავად, ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

ინვესტიციების კუთხით, ნამდვილი ნიშანსვეტი "აქვალიას" გარიგება იყო. აქვალია დიდი ესპანური სამშენებლო კონსორციუმის, FCC-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციას. თავად "აქვალია" ჩართული იყო ბარსელონას წყალმომარაგების სისტემის მენეჯმენტში - ამასთანავე, მას დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩეხეთში, დუბაისა და სხვა ქვეყნებში. როგორც იცით, "აქვალიამ" GWP-ის 80% შეიძინა და ისინი მდგომარეობის გამოსწორებას იწყებენ. აღნიშნული ინვესტიციის მიზანია "აქვალია" თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების მენეჯმენტში ჩაერთოს, მაგრამ შეიძლება კომპანიამ საკუთარი ინვესტიცია კიდევ უფრო მეტად გაზარდოს“, - განაცხადა მარკოს გრანადოს გომესმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები