მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიფამ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი 3-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

რუბიალესი

ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ფიფამ ძალიან მკაცრად დასაჯა. ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ რუბიალესი საფეხბურთო საქმიანობას 3 წლით ჩამოშორდა:

“ფიფას დისციპლინურმა კომიტეტმა ლუის რუბიალესი ფეხბურთთან დაკავშირებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საქმიანობებიდან 3 წლით მოკვეთა. მიზეზი ფიფას ქალთა მსოფლიო თასის ფინალის შემდგომ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ესპანელ ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოს მოულოდნელად აკოცა. რუბიალესს 10 დღე აქვს იმისათვის, რომ მოითხოვოს მიზეზის გასაჯაროება, თუ რამ განაპირობა ეს ვერდიქტი. ასევე მას შეუძლია გადაწყვეტილება ფიფას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს” - ნათქვამია განცხადებაში.

წელს ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისი 1-0 დაამარცხა. ფინალის შემდგომ დაჯილდოების ცერემონიალზე რუბიალესმა ნებართვის გარეშე ესპანელ ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა, რის გამოც თავდაპირველად 90-დღიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა ახლა ფიფამ ის 3-წლიანით ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები