მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლო ანჩელოტი 2024 წლიდან ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს

64a527e992c4a
ირაკლი მოდებაძე
05.07.23 12:41
572
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. 64 წლის იტალიელი “სელესაოს” 2024 წელს, მადრიდის ''რეალთან'' კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჩაიბარებს. ეს ამბავი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა დაადასტურა.

სანამ ანჩელოტი ბრაზილიელთა დამრიგებელი გახდება, მანამდე ამ პოსტზე 49 წლის ფერნანდო დინისი იმუშავებს. იყო საუბრები, რომ ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ახლავე ჩაიბარებდა, მაგრამ თვითონ იტალიელი ამ ინფორმაციას უარყოფდა და იმეორებდა, რომ "რეალთან" კონტრაქტის ბოლომდე იმუშავებდა. ასეც მოხდა: კარლო "სელესაოს" დამრიგებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი ამოეწურება.

კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში ეს პირველი ნაკრები იქნება. იტალიის ნაკრებში ის 1992-დან 1995 წლამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, საკლუბო დონეზე კი ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოგებული - მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. ანჩელოტი ერთადერთი სპეციალისტია, რომელსაც ევროპის ხუთივე ტოპ-ლიგა (იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი) მოგებული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები