მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

''მანჩესტერ იუნაიტედს'' კატარელი ბანკირი ყიდულობს

64884ddbc5804
ირაკლი მოდებაძე
13.06.23 16:00
2801

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კატარელ ბანკირზე გაიყიდება. გლეიზერების ოჯახმა გადაწყვიტა, კლუბი კატარელ შეიხს ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანის მიჰყიდოს.

როგორც ირკვევა, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენაზე კატარელი ინვესტორის განაცხადმა ჯიმ რეტკლიფის წინადადება დაჩრდილა. ამრიგად, სწორედ ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანი გახდება "წითელი ეშმაკების" ახალი მფლობელი, რომელიც ინგლისურ კლუბში 5,8 მილიარდ ევროს გადაიხდის. კიდევ ერთი მილიარდი ინფრასტრუქტურისა და გუნდის განვითარებას უნდა მოხმარდეს. გარიგების შესახებ ოფიციალურად უახლოეს ხანში უნდა გამოცხადდეს.

თუკი გლეიზერები კატარელი შეიხის შეთავაზებას დათანხმდებიან, ეს სპორტის ისტორიაში რეკორდული გარიგება იქნება. ამ დროისთვის კი ყველაზე მაღალ ფასად შეძენილი სპორტული გუნდი ამერიკული ფეხბურთის ლიგის კლუბი ''დენვერ ბრონკოსია'', რომელშიც 2022 წელს 4,65 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გლეიზერების ოჯახი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2005 წლიდან ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები