მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯიმ რეტკლიფმა “მანჩესტერ იუნაიტედის” 25%-იანი წილი $1.6 მილიარდად შეიძინა

ჯიმ რეტკლიფი იუნაიტედი

ინგლისის უმდიდრესი ადამიანის, ბიზნესმენი ჯიმ რეტკლიფის კომპანია Ineos-მა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბის “მანჩესტერ იუნაიტედის” 25%-იანი წილი 1,6 მილიარდ დოლარად შეისყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Ineos-ის თავმჯდომარემ გლეიზერების ოჯახის საკუთრებაში არსებული B კლასის აქციები და A კლასის აქციები შეიძინა, რომლებიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

როგორც ცნობილია, რეტკლიფი კლუბის სპორტულ საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი, გლეიზერები კი მარკეტინგულ და სხვა არა სპორტულ საქმიანობებს გააგრძელებენ. ბრიტანელი ბიზნესმენი ასევე კლუბის სტადიონის “ოლდ ტრაფორდისა” და მოსამზადებელი ბაზის კერინგტონის გასაახლებლად 300 მილიონ დოლარს დააბანდებს.

“ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს და მიზნად ვისახავთ ამ ისტორიული კლუბის თავის ადგილას დაბრუნებას, ანუ ინგლისის, ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთის სათავეში. მე პასუხისმგებელი ვიქნები გუნდის სპორტულ მოქმედებებსა და ოპერაციებზე, რაც როგორც ადგილობრივი კაცისთვის, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა” - განაცხადა ჯიმ რეტკლიფმა.

ცნობისთვის, რეტკლიფამდე კლუბის 100%-იანი წილის შეძენა კატარელ შეიხს, იასიმ ბინ ჰამედ ალ თანის ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ძმებმა გლეიზერებმა კლუბის სრულად გასხვისება იუარეს და მხოლოდ მცირე წილის გაყიდვას დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჯიმ რეტკლიფი ქონება Forbes-ის შეფასებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც ის ინგლისის უმდიდრესი ადამიანია. ხოლო რაც შეეხება გლეიზერებს, მათ “მანჩესტერ იუნაიტედი” 2005 წელს 1,5 მილიარდ დოლარად შეიძინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები