ბრიტანული გამოცემების ცნობა იმის შესახებ, რომ ინგლისის უმდიდრესი ადამიანი ჯიმ რეტკლიფი, “მანჩესტერ იუნაიტედის” 25%-იანი წილის შეძენას 1.5 მილიარდ დოლარად აპირებს ეს ძველი ამბავია.
ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეტკლიფი დამატებით 300 მილიონ დოლარს კლუბის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში გადაიხდის. Sky Sports-ის ცნობით, “იუნაიტედის” ინფრასტრუქტურას რესტავრაცია ესაჭიროება, რადგან ფანების უსაფრთხოება ბოლომდე წესრიგში არ არის.
ამ ნაბიჯით ჯიმ რეტკლიფის მიერ მანჩესტერულ გუნდში დაბანდებული თანხა თითქმის 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. თავად კლუბმა კი წლიური შემოსავლის სახით მიმდინარე სეზონში ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 800 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
შეთანხმების თანახმად კლუბის უდიდეს წილს კვლავ გლეიზერები განაგებენ, თუმცა საფეხბურთო ოპერაციებს ჯიმ რეტკლიფი უხელმძღვანელებს.