„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სპორტული ტანსაცმლის გერმანულ კომპანია ადიდასთან გრძელვადიანი, პრემიერ ლიგის ისტორიაში რეკორდული ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა .
Daily Mail-ის ჟურნალისტის, კრის უილერის ინფორმაციით, ეს შეთანხმება პრემიერ ლიგის ისტორიაში უდიდესია, რადგან აქამდე არცერთ კლუბს გერმანული კომპანიისგან წელიწადში 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი არ აუღია.
კონტრაქტი 10 წლიანია, 2035 წლამდე გაფორმდა და ამ დროში ინგლისელები 900 მილიონ გირვანქა სტერლინგს აიღებენ.
აქამდე 900 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტი "ჩელსიმაც" გააფორმა "ნაიკთან" 2016 წელს, თუმცა ისინი 15 წლიანი კონტრაქტის გათვალისწინებით სეზონში 60 მილიონს იღებდნენ.
ცნობისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ადიდასის თანამშრომლობა 2015/16 წლების სეზონში დაიწყო.