საუდის არაბეთმა 2034 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე ფიფაში განაცხადი ოფიციალურად შეიტანა.
ცოტა ხნის წინ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დააანონსა, რომ 2034 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აზიაში დაბრუნდება, შესაბამისად თუკი არაბეთის ფინანსურ რესურსებს გავითვალისწინებთ უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი შანსები საკმაოდ მაღალია.
აქამდე აზიაში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი 2002 წელს სამხრეთ კორეა/იაპონიაში და 2022 წელს კატარში ჩატარდა, ხოლო არაბებს მსგავსი მასშტაბის ტურნირისთვის არ უმასპინძლებია.
ცნობისთვის, მომავალი მუნდიალი 2026 წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება, ხოლო 2030 წელს ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, მაროკო და პორტუგალია იქნებიან, თუმცა ამავდროულად ტურნირის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით გარკვეულ მატჩებს ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი მიიღებენ.