მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-ს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება

საუდის არაბეთი 2034

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუდის არაბეთში ჩატარება ოფიციალურად დაადასტურა. მისი განმარტებით ფეხბურთმა უნდა შეინარჩუნოს ინკლუზიურობა და მაქსიმალურად მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს:

“ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს ისე, როგორც ვერცერთი სპორტის სახეობა. მუნდიალი კი ერთიანობისა და ჩართულობის საუკეთესო მაგალითია” - განაცხადა ინფანტინომ.

2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა მხოლოდ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებს შეეძლოთ და მისი მიღება 4 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე იყო შესაძლებელი. ფაქტობრივად ქვეყნებს 25 დღე ჰქონდათ მოსამზადებლად, რის გამოც ავსტრალიამ საკუთარი კანდიდატურა უკან გაიწვია და საუდის არაბეთი ერთადერთ პრეტენდენტად დატოვა. ამ გზით ფიფამ მაქსიმალურად შეუწყო ხელი არაბებს მასპინძლობის მოპოვებაში.

2034 წლის მუნდიალის მასპინძლობით წლების წინ დაინტერესებულნი იყვნენ: ჩინეთი, ახალი ზელანდია, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია, ყაზახეთი (ყირგიზეთთან და უზბეკეთთან ერთად).

ამგვარად, საუდის არაბეთი მხოლოდ მეოთხე აზიური ქვეყანა იქნება, რომელიც მუნდიალს უმასპინძლებს. აქამდე აზიური ქვეყნებიდან უმთავრესი საფეხბურთო ფორუმისთვის უმასპინძლიათ სამხრეთ კორეა და იაპონიას 2002-ში და კატარს 2022-ში.

კატარის მსგავსად ტურნირი ისევ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაიმართება, რადგან ზაფხულში მაღალი ტემპერატურის გამოვა სპორტული აქტივობა არაბეთში ღია ცის ქვეშ შეუძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები