მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2034 წლის FIF-ს მსოფლიო ჩემპიონატს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთი უმასპინძლებს

საუდის არაბეთი 2034

ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა 31 ოქტომბრამდეა შესაძლებელი, ამ დროს ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ თავისი განაცხადის შეტანაზე უარი განაცხადა.

ამ დროისთვის ერთადერთ კანდიდატად საუდის არაბეთია დარჩენილი და თუკი მომდევნო საათებში არაფერი შეიცვალა, მსოფლიოს ჩემპიონატს საუდის არაბეთი უმასპინძლებს.

მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი 2026 წელს აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, ხოლო 2030 წელს ტურნირს არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებენ.

ცნობისთვის, 2018 წლიდან მოყოლებული საუდის არაბეთმა რამდენიმე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელთა შორის ფორმულა 1-ის რბოლები, გოლფის ტურები და კრივის სერიები შედის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები