მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასა და არაბულ ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს შორის კომერციული შეთანხმება შედგება, რომელიც FIFA-ს არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, “Saudi Aramco” 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სპონსორი იქნება, რის გამოც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ტურნირის დაწყებამდე ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს გადაუხდის.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა და საუდის არაბეთმა კონკურენციის გარეშე შეძლო ტურნირის მიღება.