ჩვენ ვართ მეგობრები და არა აგენტები, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის საქართველოში გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად იმყოფება.
„ასე ხშირად არ ხდება, რომ გერმანელები, ბრიტანელები, ფრანგები ერთად ვიმყოფებით. დღეს ჩვენ გულები გვაქვს გახსნილი თქვენთვის. გამოიყენეთ მომენტი, შეახტით ბოლო ვაგონს, კარები იხურება. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება არჩევნების შემდეგ - ამერიკელების და ა.შ. არ მოხდეს ისე, რომ კარები დაიხუროს. ახალგაზრდები უნდა გავითვალისწინოთ. დაეხმარეთ ამ ქვეყანას დაიცვას თავისი ევროპული მომავალი.
ახლა არის დრო, ხვალ შეიძლება იყოს დაგვიანებული. ბალტიისპირეთის სამი მინისტრი იმყოფება აქ და ისინი არიან თქვენი მხარდამჭერები. გამოიყენეთ ეს მომენტი, არ ჩაიდინოთ შეცდომები. ამერიკის უმაღლესი რანგის დიპლომატი იმყოფება აქ. ჩვენ ვართ მეგობრები და არა აგენტები“, - თქვა მან.