მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები, მათ შორის ინვესტორებისთვის - ირაკლი კობახიძე

პრემიერი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის საიმედო ქვეყანაა და გუნდის ძალისხმევა მიმართულია საგზაო დერეფნების განვითარებაზე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

"ჩვენ გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში ვართ და საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის პროექტის წარმატებით განხორციელებაში, ჩვენ ვართ გამორჩეულად სტაბილური ქვეყანა და ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები, მათ შორის ინვესტორებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარებაზე, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ", - განაცხადა პრემიერმა.

ბათუმის ₾330-მილიონიანი შემოვლითი გზა დღეს გაიხსნება - პროექტი 4-წლიანი ვადაგადაცილებით დასრულდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები