მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი, მაგრამ უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტები - გერმანიის ელჩი

 პიტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებით, თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რაც "რუსული კანონის" მიღების პირობებში ეს ვერ მოხდება.

როგორც მან BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა მაშინ, როცა აცხადებ, რომ ევროკავშირის წევრობა გვსურს და თან მას "გლობალურ ომის პარტიად" წარმოაჩენენ, უნდა დაისვას კითხვა, შესაძლებელია თუ არა ურთიერთობების ძველებურად გაგრძელება.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველ დღეს ამ 4 კვირის განმავლობაში, ათასობით, ასიათასობით ადამიანს ვხედავდით, რომლებიც გამოდიოდნენ ქუჩაში და ამბობდნენ, რომ მე ვარ ამ სახელმწიფოს მოქალაქე და ვაჟღერებ ჩემ სურვილს, ვიყო ევროპის ნაწილი. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ევროკავშირის დროშებს დაატარებენ და ამბობენ, რომ ეს არის კარგი პროექტი და სურთ მისი ნაწილი იყვნენ. მე ვარ ოპტიმისტურად იმ კუთხით, რომ შეგვიძლია განვაგრძოთ ურთიერთობა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს არც ოჯახთან და არც იმასთან, თუ რა გრძნობები და შინაგანი სენტიმენტები გვაქვს. ეს არის სამართლებრივი პროცესი. თქვენ კი არ უერთდებით ოჯახს, თქვენ უერთდებით ორგანიზაციას, რომელსაც თავის კონტრაქტი და წესები აქვს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მთავარი წესი არის ის, რომ თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ჩვენი სტანდარტი.

ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი, გამოგიწვდით ხელს, როგორც ეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, მაგრამ თუ თქვენ გსურთ შემოგვიერთდეთ, გამოგიწვდით ხელს, დიდ დახმარებას გაგიწევთ ამ პროცესში. მას შემდეგ რაც გაიხსნება გაწევრიანების მოლაპარაკებები მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ჩვენ შესაბამისი სტანდარტები დააკმაყოფილოთ.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რამაც გამოიწვია ევროკავშირისა და აშშ-ის მძაფრი კრიტიკა. შესაბამისად, თუ გსურთ კავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად აკრიტიკებთ მას როგორც სახიფათოს და უწოდებთ გლობალური ომის პარტიას [ეს ჩემი ტერმინი არ არის და ჩემი აზრით, ასეთი რამ არც არსებობს], მაშინ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა – შეგვიძლია თუ არა ჩვეულებრივად ვიურთიერთოთ? ვართ თუ არა ახლა პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.

გარკვეული მიზეზის გამო, რომელსაც ბოლომდე ვერ ვხსნი, მთავრობის მიერ არჩეული იქნა რიტორიკა, რომელიც არის ანტიევროპული და შიშს თესავს. ევროკავშირის ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი… მიჩნეულია ერთგვარ სახიფათო ქვეყნებად. ჩვენ არ ვართ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ევროკავშირი არის პროექტი, რომელიც უკავშირდება მშვიდობას. შესაბამისად, ჩვენ გლობალური მშვიდობის პარტია უფრო ვართ. ახლა ითესება ეს რაღაც უცნაური შიში და ვრცელდება დეზინფორმაცია“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები