მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ ვითხოვთ მუშაობის უწყვეტობას“ - გიორგი დუნდუა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

642d94910061f
ალა ისპირიანი
05.04.23 19:25
560
„თუ დასაბუთდება, რომ რესპუბლიკურის რეაბილიტაცია შეუძლებელია, უკან არის ტერიტორია, სადაც ახალი საავადმყოფოს აშენების შესაძლებლობა არის და სანამ ის აშენდება, მანამ ჩვენ აქ <რესპუბლიკურში> გავჩერდებით,“ - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი დუნდუამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ შეთანხმება ჯერ ვერ მოხერხდა.

„თუ დასაბუთდება, რომ ამ შენობის რეაბილიტაცია შეუძლებელი იქნება უკან ტერიტორიაა, სადაც ახალი საავადმყოფოს აშენების შესაძლებლობა არის და სანამ ის არ აშენდება მანამ ჩვენ აქ გავჩერდეთ - ჩვენ ვითხოვთ უწყვეტობას.ექსპერტებმა უნდა დადონ თავისი დასაბუთებული სამშენებლო ექსპერტიზის კვლევა რის გამოა შეუძლებელი ამ შენობის რეაბილიტაცია.

რაც შეეხება სხვა კლინიკებში პერსონალის გადანაწილებას, ძალიან რთული საკითხია. თუ შესაძლებელია აქ გავაგრძელოთ პროცესი, რატომ უნდა დაიშალოს შეკრული კოლექტივი - ამ კოლექტივის მერე ისევ გაერთიანება ძალიან რთულია. ამომავალი წერტილია რომ შენარჩუნდეს კოლექტივის მუშაობა.

სამინისტრო ამ პროცესში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ბატონი ილია ღუდუშაური პრაქტიკულად სისტემატურად ყოველ დღე აქ იმყოფება და ვცდილობთ მოსაზრებები დავაახლოოთ, მაგრამ შეთანხმება ჯერ ვერ მოხერხდა“, - განაცხადა გიორგი დუნდუამ.

რაც შეეხება ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამკურნალო პროცესს, მისი თქმით შეუფერხებლად გრძელდება და ყველა ის სერვისი, რომელიც კლინიკას ჰქონდა ამ დროისთვის უწყვეტად ნარჩუნდება.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისვლას გეგმავს. ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ ხედვას წარმოადგენს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები