ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
იგი მადლობას უხდის გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის.
"ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება.მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება. წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას", - წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები თურქეთთან, სამწუხაროდ, 1:3 დამარცხდა.