ანსამბლი „ერისიონი“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია აღნიშნული, „ხალხის დაბულინგება და შანტაჟი – არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ, ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა“.
„სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.
ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად!
ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება, ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!“, – ნათქვამია „ერისიონის“ განცხადებაში.