მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვგმობთ არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას" - ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაცია

ევროკავშირი საქართველო

"ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაცია გმობს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ", - წერია ასოციაციის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ცალსახად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩეულ ევროპულ კურსს და იწვევს დესტაბილიზაციას ქვეყანაში

"ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაცია გმობს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ და ძალოვანი სტრუქტურების ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ.

ეს არის პირველ რიგში კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, ცალსახად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩეულ ევროპულ კურსს და იწვევს დესტაბილიზაციას ქვეყანაში.

ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოვიდეს სამუშაო კაბინეტებიდან და დგას რუსთველზე, ქართველი ხალხის გვერდით. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!", წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

„ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ტექსტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები