მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ" - ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთთან ურთიერთობაზე

ღარიბა

ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც "ვერ ვთანხმდებით", რასაც დიალოგი სჭირდება.

“ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ეს გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხოლო ამერიკის სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ღარიბაშვილმა ჟურნალისტს მოკლე რეპლიკით უპასუხა: "ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები