სადაზღვევო კომპანია "არდის" გენერალური დირექტორი "რუსულ კანონს" აფასებს. მიხეილ ჯაფარიძის თქმით, გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ხელი არაფერმა შეუშალოს.
"ჩვენი ადგილი ევროპაშია. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გზაზე არაფერმა, არც დრომ და არც სხვა ტიპის გამოწვევებმა ხელი არ შეგვიშალოს.
დანარჩენი უკვე ყოველი ადამიანის და გადაწყვეტილებების მიმღებთა გასააზრებელია, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენი ცალსახა პოზიციაა, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია", - განაცხადა მან.