მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩვენი ამბიცია არის, რომ ქალაქში შევქმნათ თვალსაჩინო და ღირებული შენობები“ - "ბიოგრაფი ლივინგი"

საკენი
26.04.26 18:14
481

„მაღალი ხარისხის არქიტექტურა ქმნის გრძელვადიან, ესთეტიკურად მდგრად შენობებს და თავიდან იცილებს ქალაქის ვიზუალურ გაუარესებას“ - ამის შესახებ „ბიოგრაფი ლივნიგის“ დიზაინის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღალი ხარისხის პროექტისა და ადამიანზე მორგებული გარემოს შესაქმნელად კომპანია საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდიებთან თანამშრომლობს.

„ბიოგრაფი ლივინგი“ პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან, რათა შექმნას მაღალი ხარისხის, კონცეპტუალური და გრძელვადიანად ღირებული პროექტები.

მთავარი აქცენტი კეთდება არქიტექტურულ ხარისხზე და დეტალებზე. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ სპეციალიზებულ პარტნიორებთან: მაგალითად, „ტასაბთან“ გამწვანებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში, ხოლო არქიტექტურული კონცეფციების შექმნაში წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდიებთან. პროექტების დიზაინს მართავს შიდა დიზაინ-მენეჯმენტის გუნდი, ხოლო ინტერიერისა და საერთო სივრცეების დიზაინზე მუშაობს სპეციალური შიდა ინტერიერის გუნდი.

კომპანია იყენებს პრემიუმ საერთაშორისო მასალებსა და ტექნოლოგიებს მაგ. NBK ტერაკოტა, Schüco-ს კარ-ფანჯარა, Schindler-ის ლიფტებს, ეს მიდგომა მიზნად ისახავს შენობების გრძელვადიან გამძლეობას და ესთეტიკის შენარჩუნებას.

მთავარი ღირებულება, რასაც ხაზს ვუსვამთ, არის ხარისხიანი არქიტექტურის გავლენა ქალაქზე: მაღალი ხარისხის არქიტექტურა ქმნის გრძელვადიან, გამძლე და ესთეტიკურად მდგრად შენობებს, თავიდან იცილებს ქალაქის ვიზუალური დეგრადაციას და სწრაფ ცვეთას, აყალიბებს ქალაქში „ლენდმარკებს“ გამორჩეულ, ღირებულ შენობებს და აუმჯობესებს ურბანულ გარემოს და ადამიანების ყოველდღიურ კომფორტს.“ - განაცხადა ასანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები