მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ამოცანაა, ურთიერთპატიებით და ურთიერთშერიგებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

მთავრობა

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლატფორმა გამოვიყენეთ ამ თემაზე სასაუბროდ. ჩვენ მივმართეთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი მთავარი მოწოდება არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან, მშვიდობიან, განვითარებულ საქართველოში და ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა გავიმეოროთ. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები