მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ჩართულობის მთავარი ამოცანაა, რომ პაციენტების მიღება არ შეფერხდეს - ილია ღუდუშაური რესპუბლიკურზე

642bf754689dd
თამთა ჯიჯავაძე
04.04.23 14:07
374
სამინისტროს ჩართულობის მთავარი ამოცანაა, რომ პაციენტების მიღება ამ სიტუაციაში არ შეფერხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საუბრისას განაცხადა.

"მთავარი ამოცანა ამ წუთში, რატომაც სამინისტრო ჩართულია პროცესში ის არის, რომ კლინიკა მუშაობს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს ამ სიტუაციაში. როგორც იცით, პარასკევს, ჩანიშნულია შეხვედრა მთლიანად მედპერსონალთან, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ნორმალიზებისკენ წავა სიტუაცია. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელი იქნება, რომ არსებულ პირობებში გაგრძელდეს მუშაობა და საჭიროა, რომ აშენდეს ახალი, თუმცა დასკვნები, რომლებზეც ვსაუბრობთ, ზოგიერთ შემთხვევაში კვლავაც შეფასების ეტაპზეა და როგორც კი დასრულდება, საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი 7 აპრილს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდება. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა გუშინ განაცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობას ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს, ისევე როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული ექსპერტების ჯგუფი.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი ბოლო წლებში სწავლობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას, შესწავლის პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერებული იყო, დღეს პროცესი ისევ გრძელდება და საბოლოო დასკვნა მალე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები