მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა რუსეთისთვის ერთგვარი ბერკეტია - ბესო ნამჩავაძე

ბესო ნამჩავაძე

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარტიდან რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი შეწყდა, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მაინც გაიზარდა.

"არ ველოდით, რომ საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა და მათ მიერ დახარჯული თანხის მოცულობა გაორმაგდა. ასევე, მოულოდნელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა რუსეთიდან, რაც წინა წელსაც მზარდი იყო და წელსაც გაიზარდა", - ამბობს ნამჩავაძე. 

მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება რუსეთისთვის ერთგვარი ბერკეტია, რომ როცა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი არ მოეწონება, მინიმუმ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით დაგვემუქროს, ამას ისიც ემატება, რომ რუსეთი სტაბილური და საიმედო ეკონომიკური პარტნიორი არ არის.

"ჩვენს ექსპორტში ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტები როგორიცაა ღვინო და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათი რეალიზაცია ზოგიერთი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ეს რუსეთმაც იცის და როცა დასჭირდება, ზუსტად აქ დაგვაწვება. 

რუსეთი არანაირად არ არის სტაბილური ეკონომიკური პარტნიორი ორი გარემოების გამო - ერთი რომ სანქციების ქვეშაა და ეტაპობრივად უფრო გაუჭირდება, ეს პროცესი თანდათან გაუარესებისკენ მიდის და ამას ემატება ისიც, რომ იქ ეკონომიკურ პროცესებს ბიზნესი კი არ წყვეტს, არამედ კრემლი", - ამბობს ანალიტიკოსი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები