მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი ინვესტორები ჯიუტად აგრძელებენ ინვესტირებას - თორნიკე ლათათია

თხილი

ინვესტორები აგრძელებენ აქტიურ ინვესტირებას საქართველოს თხილის სექტორში - ამის შესახებ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ლათათიამ BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, სექტორში ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია გურამ შალუტაშვილი საქართველოში დაბადებული, თუმცა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი, რომლის ინვესტიციები არა მხოლოდ ბიზნეს შესაძლებლობებზე, არამედ სამშობლოსადმი სენტიმენტებზეა დაფუძნებული.

„ზოგადად, ჩვენს ინვესტორებს ძლიერი რწმენა აქვთ, რომ სოფლის მეურნეობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის ბიზნესი, როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად ბიზნესისთვის. მათთვის მნიშვნელოვანია ინდუსტრიის განვითარება, რადგან ზრდის ტემპი და მასშტაბი, სადაც უკვე ვმუშაობთ, მოითხოვს არა მხოლოდ რწმენას, რომ ბიზნესი წარმატებით ფუნქციონირებს, არამედ რწმენას, რომ აკეთებ მნიშვნელოვან საქმეს ქვეყნისა და ბიზნესგარემოსთვის“, - აღნიშნა ლათათიამ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობებისა, მათ შემთხვევაში ინვესტიციების შეჩერება დღის წესრიგში არ დგას, რადგან პროექტები უკვე განვითარების შუა ეტაპზეა.

„ყოველდღიური კომუნიკაციის დონეზე მაქვს ჩამოყალიბებული რაღაც მექანიზმი, რომ ინვესტორები დინამიკაში ვამყოფო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი შიში ან რისკების განცდა არ არსებობს, რომ ინვესტიციები ამ ეტაპზე შევწყვიტოთ,“ - განაცხადა თორნიკე ლათათიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები