თბილისის მერი კახა კალაძე დიზაინერებს მიმართავს, მერიას მიაწოდონ პროექტები, თუ როგორ წარმოუდგენიათ თბილისის მეტროსადგურების დიზაინი.
"მეტროს მიმართულებით მინდა დიზაინერებს მივმართო. ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზდე, რომ გვაქვს კონკრეტული პროექტები და გვინდა ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, რომელიც დიზაინით არის დაინტერესებული, ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას სადგურებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობით და მხარდაჭერით გვექნება საუკეთესო დიზაინი, ხოლო შემდეგ მოხდება პროექტის განხორციელება.
დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით გვექნება საუკეთესო დიზაინები. გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ დიზაინამდე მივსულიყავით, უკვე გაკეთებულია, მაგალითად ვარკეთილის მეტრო – საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, რომელიც ჩაატარებდა კვლევას, რომ ის, რაც მოხდა ორი წლის წინ, რომ არ განმეორდეს, ვგულისხმობ ვარკეთილის მეტროს. თუმცა დღეს უკვე გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და ახლა რჩება დიზაინი. გთხოვთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რომ ჩვენი მეტროსადგურები იყოს ერთ-ერთი ულამაზესი. თანხებიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით", - განაცხადა კალაძემ.