მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება, დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში
BM.GE
31.07.23 17:36
32

ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემი ქვეყანა მდიდარია განახლებადი ენერგიის რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდრო რესურსები. ჰიდროენერგეტიკაში დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ ეკონომიკურად გამართლებული პოტენციალის არსებობის მიუხედავად, ამჟამად მისი მხოლოდ 30% არის ათვისებული. ამიტომ, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით.

სწორედ ამიტომ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, გასულ წელს შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს. მხარდაჭერის სქემა გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრის აუქციონებს. ახალ სქემას ნერგავს სხვაობის დაფარვის კონტრაქტის (CfD) კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის საბაზრო ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის სხვაობის კომპენსაციას. ამიტომ, ეს მექანიზმი ინვესტორებს აძლევს გარანტიას, რომ ისინი წლების განმავლობაში მიიღებენ გონივრულ შემოსავალს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მწვანე ენერგიის წარმოებას და ექსპორტს, არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივა - რომელიც ჩემი ინიციატივაა, რომელიც 2 წლის წინ გავაჟღერე - მნიშვნელოვან დაპირებას იძლევა საქართველოს მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის შესახებ, რადგან ის შეესაბამება ქვეყნის ვალდებულებას განახლებადი რესურსების განვითარებისა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისკენ. ამ ამბიციური პროექტის მონაწილეები არიან ასევე აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები