მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის გავლენა გლობალურ ასპარეზზე“ - სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრი

„ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე, რათა საქართველო იყოს ღირსეული და სანდო პარტნიორი სხვადასხვა ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება. საქართველო ჩამოყალიბდება როგორც ეკონომიკურად ძლიერი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული ევროპული სახელმწიფო, რომელიც გააერთიანებს და გამოიყენებს არსებულ პოტენციალს, ყველა შესაძლებლობას და საერთაშორისო ურთიერთობებს, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის

მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტსა, იმ ოლქს (გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები), რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, პარლამენტის განსაკუთრებული მხარდაჭერის და ჩემი მხრიდანაც, ჩვენი სამინისტროს მხრიდანაც თავისთავად ცხადია, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობა გვექნება როგორც კერძო სექტორთან, ასევე თითოეულ შესაბამის კომიტეტთან, რომლის საკითხებზეც გვექნება აქტიურად სამუშაო. წარმატებები თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები