მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით სონღულაშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

დავით სონღულაშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, აკვაკულტურის, მესაქონლეობის, მარცვლეულისა და ჩაის წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

უნგრეთის ელჩის განცხადებით, საქართველო უნგრეთისთვის მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, მზად არის მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

შეგახსენებთ, დავით სონღულაშვილი "ოცნების" კაბინეტში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავა. არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს არც ერთი დასავლური ქვეყანა, გარდა უნგრეთისა, რომლის ლიდერმა, ვიქტორ ორბანმა პარტიას გამარჯვება ოფიციალური შედეგების დადებამდე, ეგზიტპოლის გამოქვეყნებიდან 15 წუთში მიულოცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები