მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა 2024 წელს დაგეგმილზე მაღალი უნდა იყოს” - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ დაგეგმილზე მაღალი იქნება, - ამის შესახებ მინისტრმა უძრავი ქონების კვირეულის გამხსნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

დავითაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტიციები ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო. მისი თქმით, ასევე მაღალ ნიშნულზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებითაც - ბოლო სამ წელიწადში 5.5 მლნ აშშ დოლარის მოცულობით.

„ამ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს ჩვენ მიმდინარე წელსაც შევინარჩუნებთ. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ სტაბილური, მდგრადი და ეს არის იმის წინაპირობა, რომ გრძელვადიან განვითარებაზე გვქონდეს აქცენტი. წელს პირველი კვარტალის მონაცემებით, შევინარჩუნეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, თებერვალში მშპ-ს ზრდა 9.5% იყო.

ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც დაგეგმილზე მაღალი უნდა იყოს, ამას ადასტურებს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი პროგნოზი 6.3%-ით განსაზღვრა, რაც ყველაზე მაღალია არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის და უფრო ფართოდ რეგიონის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა.

განცხადება ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები