მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ ეს პროდუქტი არის დივერსიფიკაციისთვის - ოთარ შარიქაძე საქ. ბანკის პლატფორმაზე

61b4ecd394e5e
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.21 22:11
1781
“საქართველოს ბანკმა” შექმნა ახალი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. ეს საქართველოში პირველი საინვესტიციო სისტემაა, რომელიც სულ მცირე $1 დოლარის ინვესტიციით მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, დააბანდონ საკუთარი თანხა წამყვანი კომპანიების აქციებში.

“საქართველოს ბანკმა” პროექტი Galt & Taggart-ისა და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია DriveWealth-ის სისტემის მეშვეობით განახორციელა.

მომხმარებელს წვდომა აქვს ნიუ-იორკისა (NYSE) და NASDAQ-ის ბირჟებზე არსებულ კომპანიებზე. Galt & Taggart-ის ხელმძღვანელმა ოთარ შარიქაძემ Forbes Talks-ის ეთერში განაცხადა, რომ მათი მთავარ მესიჯს წარმოადგენს ის, რომ აქციებში ინვესტირება არის დანაზოგების დივერსიფიცირების ერთ-ერთი შესაძლებლობა და ის მომხმარებელთა სრულიად ახალ და ფართო მასას გლობალურ ეკონომიკაში ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს.

ამასთანავე, შარიქაძე საუბრობს ფინანსური განათლების მნიშვნელობაზეც, რომელიც ინვესტირებისთვის არის აუცილებელი.

“მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების საკითხიც და ჩვენ ამ მიმართულებითაც ვიაქტიურებთ, რათა მომხმარებელმა გადაწყვეტილება გააკეთოს კვალიფიციურად. მას ესმოდეს რა ბენეფიტები შეიძლება მიიღოს აქციებში ინვესტირებით და იცოდეს ისიც, რომ
ინვესტირებას გარკვეული რისკებიც ახლავს. საკმაოდ ფართო სამომხმარებლო სეგმენტზე გავდივართ და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ სწორად გამოიყენოს პროდუქტი.

წლებია ვცდილობთ, რომ ეს მიმართულება წინ წავწიოთ, იგივე აქამდე რაც შევქმენით ტრეიდერის სახით და ეს გვაქვს და განაგრძობს ის თავის ცხოვრებას, ყველა სერვისი, რომელიც არის დანერგილი.

გვინდა მოვიცვათ მოსახლეობის საერთოდ სხვა მასა და ისინიც შემოვიყვანოთ კაპიტალის ბაზარზე. კაპიტალის ბაზარზე არ შეიძლება მხოლოდ ვისაუბროთ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ეს არის ღია ბაზარი, სადაც ფული მიედინება იმ მიმართულებით, სადაც მომხმარებელი ხედავს თავის ინტერესს.

ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ ეს არის პროდუქტი დივერსიფიკაციისთვის, სწორედ დივერსიფიკაციაა ყველაზე მთავარი. ადამიანს უნდა შეეძლოს ჰქონდეს დეპოზიტი, ჰქონდეს უძრავი ქონება და ასევე ჰქონდეს აქციების პორტფელი, თუნდაც მცირე ზომის.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის იმისთვის, რომ მილიონი დოლარი ჰქოდნეს ადამიანს რომ პორტფელი შეიქმნას, მომხმარებლები, რომლებიც შემოდიან პლატფორმაზე საკმაოდ მცირე ზომის თანხებით იწყებენ ვაჭრობას, რაც სწორია, რადგანაც კომფორტულად უნდა იგგრძნონ თავი და ნელნელა მიხვდნენ სად და რატომ დებენ ფულს,”- ამბობს ოთარ შარიქაძე.